- გულის უკმარისობა
- გულის ძირითადი ფუნქციაა - ვენებიდან მიღებული სისხლის გადასროლა არტერიულ სისტემაში და ქსოვილების მომარაგება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. იმ შემთხვევაში, როდესაც გული კარგავს უნარს უზრუნველყოს სისხლის მიმოქცევის ის დონე, რაც აუცილებელია ორგანიზმის მეტაბოლური საჭიროებისათვის - ვითარდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობა (დანართი 1) სხვადასხვა ხარისხისაა და შესაბამისად განსხვავებულია სუბიექტური და ობიექტური მონაცემები. ძირითადად, ავადმყოფს აწუხებს: ადვილად დაღლა, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, არითმია. შორს წასულ შემთხვევაში აღინიშნება ხველა, იძუ-ლებითი (ჯდომითი ან დგომითი) მდებარეობა, ქვედა კიდურების შეშუპება და მუცლის მოცულობის გაზრდა თავისუფალი სითხის დაგროვების გამო.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.